პროექტის შესახებ
პროექტი ,,შენი სახლი ჯიქიაზე” ხორციელდება ესტონურ – ქართული კომპანიის მიერ. 2013 წლის სექტემბრიდან, დაიწყო პირველი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა – ბანკის სესხის გარეშე, ესტონური ინვესტიციით. საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს საბურთალოზე, კერძოდ ანა პოლიტკოვსკაიას #3-ში.
სულ აშენებულია და ექსპლუატაციაში მიღებულია 27 საცხოვრებელი სახლი. ტერიტორიის ფართი შეადგენს 5,5 ჰექტარს. კომპლექსი სრულად არის აღჭურვილი სრულყოფილი საუბნო ინფრასტრუქტურით: ფეხბურთის მოედანი, კალათბურთის მოედანი, 7 სკვერი და 2 საბავშვო მოედანი. რეკრეაციული ფართი შეადგენს: 15865 მ2; კომპლექსში ბინების რაოდენობა შეადგენს 1384 ბინას.
ჩვენ ვქმნით საუკეთესო საცხოვრებელ გარემოს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ♥
#გადმოდიჯიქიაზე #ჩვენთანუკეთესია